Sunday, September 20, 2009
ქუთაისი
ქუთაისი
ქუთაისის დაარსების ისტორია და სახელწოდება დღემდე კამათის საგანია. ისევე როგორ ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებული სხვა საკითხი სამეცნიერო ჰიპოტეზის საგანია. ისტორიკოსი დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი (XIX ს. ) ცნობით: “ ამბობენ ვითომ ქუთაისის სახელი შემგდარიყოს სამთა სიტყვათაგან: ქვა, მთა ისი (ესეიგი ქვიან მთაზე ქალაქი) და შემდგომ ჟამთა ცვლილებებისა უწოდებენ აწ ქუთაისი“.
აია-კოლხეთის დედაქალქი კკტაისი(კოტაისი, კუტაია, კკტაია) პირველად ელინისტური ხანის ბერძნულ თხზულებებში იხსენიება. მათ შორის უმთავრესია აპოლონიოს როდოსელის „ არგონავტიკა“ (ძვ. წ.III ს.) , ოქროს საწმისის მოსაპოვებლად ბერძენთა ლაშქრობის შესახებ დაწერილი პოემა.
„ აქ კკტაიისის ხმელეთსა და კირკეონის ველზე ამარანტების შორეული მთებიდან მორევიანი ფაზისი მიაგორებს ფართო ნაკადს ზღვისაკენ. როცა ამ მდინარეს შესართავთან მიაცურებთ ხომალდს, დაინახავთ კკტაიელი აიეტის კოშკებს და არესის ჩრდილოვან ჭალაკს, სადაც მუხის წვერზე ჩამოკიდებულ საწმიისს. უთვალთვალებს საზარელი დრაკონი“
(არგონავტიკა, აპოლონ როდოსელი)
თანამედრევე ქუთაისის აღდგენა განახლება მიმდინარეობს.აგრეთვე ბაგრატის თაზრის სრული რესტავრაცია.
ბაგრატი
ბაგრატის ტაძარი, ძველი ქართული ხუროთმოღვრების ძეგლი ქუთაისში,“ უქემერიონის გორაზეა“ აგებული.აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე. ბაგრატ III-ის (975-1014წ0მეფობასი. ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან 9ოშკი, სვეტიცხოველი, ალავერდი)
ბაგრატის ტაძარი ტრიკონკის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი(აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს)-ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე-გალერეა, სადაც წირვა- ლოცვასა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორსავ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭე მიაშენეს.
ბაგრატის ტაზრის დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა, რთულ ტექნიკურ ამოცანათა დაძლევა მოწმობს არქიტექტორის შესანიშნავ მახატვრულ ნიჭს, დიდ პარქტიკულ გამოცდილებასა და ოსტატობას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment